საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე History, Arts and Sciences International Doc Fest ათენში ლელა წიფურიას ფილმის, "გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლოს" მსოფლიო პრემიერა შედგა.
ფილმი დაჯილდოვდა პრიზით უმაღლესი საპატიო ჯილდო- Superior Honorary Distinction. ფილმი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების აღმოჩენას ეძღვნება, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია ლელა წიფურია, ოპერატორი გიორგი ხაბურძანია. ფილმი დამონტაჟებულია მულტიმედია ცენტრში. მემონტაჟე ზაზა ჩხეტიანი.